სიახლეები

ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 
პროექტი წარადგინა
ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი წარადგინა

თარიღი: 30-სექტემბერი-2014

მიმდინარე წლის 30 სექტემბერს, ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მთავრობის სხდომაზე „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონპროექტი წარადგინა.

შეხვედრა წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენლებთან
შეხვედრა წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენლებთან

თარიღი: 30-სექტემბერი-2014

მიმდინარე წლის 30 სექტემბერს, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენლებს - ანიტ უმბერლინასა და მეთე პეტერსენს შეხვდა

ფინანსთა სამინისტრომ ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
ფინანსთა სამინისტრომ ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

თარიღი: 27-სექტემბერი-2014

27 სექტემბერს, ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და მინისტრის მოადგილეებმა, პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას და გმირთა მოედანზე გვირგვინით შეამკეს დაღუპულ გმირთა მემორიალი.

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური სარფის  საბაჟო-გამშვები პუნქტის მუშაობას გაეცნო
ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის მუშაობას გაეცნო

თარიღი: 24-სექტემბერი-2014

„სარფის" საბაჟო-გამშვები პუნქტი შეუფერხებლად მუშაობს“, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა განაცხადა, რომელიც ამ წუთებში აჭარის რეგიონში არსებულ ვითარებას ეცნობა

ფინანსთა მინისტრის მოადგილედ გიორგი კაკაურიძე დაინიშნა
ფინანსთა მინისტრის მოადგილედ გიორგი კაკაურიძე დაინიშნა

თარიღი: 23-სექტემბერი-2014

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა გიორგი კაკაურიძე, რომელსაც მანამდე საბიუჯეტო დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობა ეკავა

ფინანსთა სამინისტროს სათათბირო საბჭოს სხდომა
ფინანსთა სამინისტროს სათათბირო საბჭოს სხდომა

თარიღი: 23-სექტემბერი-2014

მიმდინარე წლის 23 სექტემბერს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის თავმჯდომარეობით, გაიმართა ფინანსთა სამინისტროს სათათბირო საბჭოს მორიგი სხდომა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადება

თარიღი: 19-სექტემბერი-2014

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ საკუთარ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა ანალიზი და რეკომენდაციები საქართველოს მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილ საგადასახადო კოდექსის ცვლილებების კანონპროექტთან დაკავშირებით. კერძოდ, ცვლილებების იმ ნაწილზე, რომლითაც საგადასახდო ორგანოს ეძლევა უფლება კომერციული ბანკებისგან სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს კონფიდენციალური ინფორმაცია. აღსანიშნავია, რომ ანალიზი, რომელსაც ეყრდნობა რეკომენდაციები შეიცავს მთელ რიგ არსებითი ხასიათის შეცდომებს.

ფინანსთა მინისტრის შეხვედრა თურქმენეთის ელჩთან
ფინანსთა მინისტრის შეხვედრა თურქმენეთის ელჩთან

თარიღი: 18-სექტემბერი-2014

მიმდინარე წლის 18 სექტემბერს, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური თურქმენეთის ახალდანიშნულ ელჩს საქართველოში დოვლეტმურატ მურატოვს შეხვდა

ფინანსთა მინისტრის შეხვედრა საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებთან
ფინანსთა მინისტრის შეხვედრა საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებთან

თარიღი: 17-სექტემბერი-2014

მიმდინარე წლის 17 სექტემბერს, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური შეხვდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის დელეგაციას, რომელსაც მარკ გრიფითსი ხელმძღვანელობს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების აუქციონის შედეგები
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების აუქციონის შედეგები

თარიღი: 17-სექტემბერი-2014

17 სექტემბერს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების აუქციონზე ემიტირებულ იქნა 20 000 000 ლარის ღირებულების 12 თვის ვადიანობის მქონე სახაზინო ვალდებულებები.

ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მოსწავლეებსა და სტუდენტებს სწავლის დაწყება მიულოცა
ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მოსწავლეებსა და სტუდენტებს სწავლის დაწყება მიულოცა

თარიღი: 15-სექტემბერი-2014

მიმდინარე წლის 15 სექტემბერს, ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა სასწავლო წლის დაწყება სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მიულოცა, სადაც იგი ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პირველკურსელთა საზეიმო მიღებას დაესწრო

ანონსი
ანონსი

თარიღი: 12-სექტემბერი-2014

2014 წლის 17 სექტემბერს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მორიგი აუქციონი გაიმართება.

საქართველოს პარლამენტი საგადასახადო კოდექსში ცვლილებების განხილვას იწყებს
საქართველოს პარლამენტი საგადასახადო კოდექსში ცვლილებების განხილვას იწყებს

თარიღი: 10-სექტემბერი-2014

საქართველოს პარლამენტში განსახილველად შევიდა ფინანსთა სამინისტროს მომზადებული ცვლილებების მორიგი პაკეტი საგადასახადო კოდექსში, რომელიც ბიზნესის ხელშეწყობისა და სტიმულირებისთვის მნიშვნელოვან მექანიზმებს ითვალისწინებს.

გრანტების სახით მიღებული შემოსავლების მაჩვენებელი - 8 თვე
გრანტების სახით მიღებული შემოსავლების მაჩვენებელი - 8 თვე

თარიღი: 10-სექტემბერი-2014

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, 8 თვის მონაცემებით, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი მნიშვნელოვნად ათვისებულია

საჯარო ფინანსების მართვის საინფორმაციო სისტემის გაცნობა ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის
საჯარო ფინანსების მართვის საინფორმაციო სისტემის გაცნობა ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის

თარიღი: 10-სექტემბერი-2014

მიმდინარე წლის 10 სექტემბერს, ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) დემოკრატიული მმართველობა საქართველოში (G3) პროგრამისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ორგანიზებით, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ გაიმართა შეხვედრა ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების საფინანსო სამსახურების ხელმძღვანელებთან, რომლის მიზანია, მათთვის საჯარო ფინანსების მართვის საინფორმაციო სისტემის (PFMS) გაცნობა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების აუქციონის შედეგები
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების აუქციონის შედეგები

თარიღი: 10-სექტემბერი-2014

10 სექტემბერს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების აუქციონზე ემიტირებულ იქნა 10 000 000 ლარის ღირებულების 2 წლის ვადიანობის მქონე სახაზინო ობლიგაციები.

ფინანსთა და  სასჯელაღსრულების  მინისტრებმა N5 დაწესებულების დედათა და ბავშვთა სახლის ბინადრები დაასაჩუქრეს
ფინანსთა და სასჯელაღსრულების მინისტრებმა N5 დაწესებულების დედათა და ბავშვთა სახლის ბინადრები დაასაჩუქრეს

თარიღი: 09-სექტემბერი-2014

მიმდინარე წლის 9 სექტემბერს, ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა სასჯელაღსრულების №5 ნახევრად ღია და დახურული ტიპის ქალთა დაწესებულების ბრალდებულ და მსჯავრდებულ ქალბატონებს, რომლებთაც მცირეწლოვანი შვილები ჰყავთ ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დახმარებით ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, სათამაშოები და ბავშვის მოვლის საშუალებები გადასცეს.

ფინანსთა სამინისტრო სახელმწიფო ვალის სტატისტიკურ ბიულეტენს აქვეყნებს
ფინანსთა სამინისტრო სახელმწიფო ვალის სტატისტიკურ ბიულეტენს აქვეყნებს

თარიღი: 08-სექტემბერი-2014

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ტრანსპარენტულობის გაზრდისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით, სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.mof.ge, დღეიდან ხელმისაწვდომია მასალები, რომელიც მოიცავს სახელმწიფო ვალის სტატისტიკას, ასევე საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობისა და მათი მხარდაჭერის კოორდინაციის კუთხით არსებულ ვითარებას.

„სონი ცენტრის
„სონი ცენტრის" გახსნა თბილისში

თარიღი: 05-სექტემბერი-2014

მიმდინარე წლის 5 სექტემბერს, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და დედაქალაქის მერი დავით ნარმანია „სონი ცენტრის" გახსნას დაესწრნენ.

2014  წლის 10 სექტემბერს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მორიგი აუქციონი გაიმართება
2014 წლის 10 სექტემბერს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მორიგი აუქციონი გაიმართება

თარიღი: 05-სექტემბერი-2014

2014 წლის 10 სექტემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების აუქციონზე 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების...

ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივა საქართველოში
ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივა საქართველოში

თარიღი: 04-სექტემბერი-2014

მიმდინარე წლის 4 სექტემბერს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ დავით ლეჟავამ მონაწილეობა მიიღო საქართველოს ბანკის შვილობილი კომპანიის „გალტ ენდ თაგარტის“ (Galt&Taggart) მიერ ორგანიზებულ ინვესტორთა პირველ კონფერენციაში, რომელიც საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივას მიეძღვნა

3 სექტემბერის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების აუქციონის შედეგები
3 სექტემბერის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების აუქციონის შედეგები

თარიღი: 03-სექტემბერი-2014

3 სექტემბერს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების აუქციონზე ემიტირებულ იქნა 10 000 000 ლარის ღირებულების 5 წლის ვადიანობის მქონე სახაზინო ობლიგაციები.

მსოფლიო ბანკი საქართველოში უწყვეტ ელექტრომომარაგებას  შეუწყობს ხელს
მსოფლიო ბანკი საქართველოში უწყვეტ ელექტრომომარაგებას შეუწყობს ხელს

თარიღი: 03-სექტემბერი-2014

მიმდინარე წლის 3 სექტემბერს, საქართველოს მთავრობამ და მსოფლიო ბანკმა ხელი მოაწერეს საფინანსო ხელშეკრულებას საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის გაუმჯობესების პროექტის განსახორციელებლად 60 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის შეღავათიანი ფინანსური რესურსის გამოყოფის თაობაზე