სიახლეები

შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ღონისძიება
შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ღონისძიება

თარიღი: 30-ნოემბერი-2009

შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის იმერეთი, რაჭა ლეჩხუმი და გურიის სამმართველოს თანამშრომლებმა ფალსიფიცირებული კვების პროდუტების დამზადება-რეალიზაციის ფაქტზე დააკავეს ინდმეწარმე ზურაბ კილასონია და ჯემალ ეზუგბაია, რომელიც საგადასახადო ინსპექციის გვერდის ავლით ახორციელებდა სამეწარმეო საქმიანობას.

შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ღონისძიება
შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ღონისძიება

თარიღი: 27-ნოემბერი-2009

შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსი გიორგი გოდერძიშვილი, რომლემაც წვევამდელებისათვის სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების სანაცვლოდ ქრთამის სახით 2000 ლარი აიღო.

სახაზინო ვალდებულებების აუქციონის შედეგები
სახაზინო ვალდებულებების აუქციონის შედეგები

თარიღი: 25-ნოემბერი-2009

მიმდინარე წლის 25 ნოემბერს გაიმართა ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების №22 აუქციონი.

„ოქროს სიაში”მონაწილე კომპანიების რაოდენობა იზრდება
„ოქროს სიაში”მონაწილე კომპანიების რაოდენობა იზრდება

თარიღი: 21-ნოემბერი-2009

შ.პ.ს „გორგია“, შ.პ.ს „ალიანსი-საქართველო, შ.პ.ს „ქართული სადისტრიბუციო-მარკეტინგული კომპანია“, შ.პ.ს „შარმ ტრეიდინგი“, შ.პ.ს „დემასი”, შ.პ.ს „თ.ბ.თ ჯგუფი“; ს.ს.“ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“ - ეს ის კომპანიებია,რომლებიც დღეიდან საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის პროგრამით გათვალისწინებული პრივილეგიით ისარგებლებენ.

შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ღონისძიება
შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ღონისძიება

თარიღი: 20-ნოემბერი-2009

შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს თანამშრომლებმა ფალსიფიკაციის, მეორადი აქციზური მარკების გამოყენების და ყალბი აქციზური მარკების დამზადება–გამოყენების ფაქტზე დააკავეს თამაზ გიგიტაშვილი, რომელიც თავის ბინაში კუსტარულად გამართული მოწყობილობების საშუალებით სხვადასხვა დასახელების ფალსიფიცირებულ ალკოჰოლურ სასმელებს ბოთლებში ასხამდა და ზედ გაყალბებულ აქციზურ მარკებს აკრავდა, შემდეგ კი ქ. თბილისში რამდენიმე სავაჭრო ობიექტზე ახდენდა მათ რეალიზაციას.

სახაზინო ვალდებულებების N20 და  N21 აუქციონების შედეგები
სახაზინო ვალდებულებების N20 და N21 აუქციონების შედეგები

თარიღი: 18-ნოემბერი-2009

მიმდინარე წლის 18 ნოემბერს გაიმართა ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების ორი აუქციონი.

შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ღონისიძიება
შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ღონისიძიება

თარიღი: 18-ნოემბერი-2009

შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა თაღლითობის ფაქტზე დააკავეს ზაველ ბაკურაძე და თამაზ ხაჩირაშვილი, რომლებიც შეცვლილი სახელებითა და გვარებით, თამაზ ხიზამბარელისა და ზაველ დადიანის სახელით დადიოდნენ სხვადასხვა კომერციულ ობიექტებზე, სადაც თავიანთ თავს ასაღებდნენ საგადასახადო ინსპეციისა და სხვა მაკონტროლებელი ორგანოების წარმომადგენლებად და ინდმეწარმეებს ვითომდა ჯარიმის თავიდან აცილების სანაცვლოდ მოტყუებით ფულს სძალავდნენ, შემდეგ სახელმწიფო სტრუქტურებთან ე.წ. საქმის მოგვარებაში დახმარებას ჰპირდებოდნენ.

ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა  „ლაგოდეხის“ საბაჟო-გამშვები პუნქტი დაათვალიერა
ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა „ლაგოდეხის“ საბაჟო-გამშვები პუნქტი დაათვალიერა

თარიღი: 17-ნოემბერი-2009

მიმდინარე წლის 17 ნოემბერს ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა „ლაგოდეხის“ საბაჟო-გამშვები პუნქტი დაათვალიერა. მინისტრი შეხვდა მებაჟეებს, გაეცნო საბაჟოზე სატრანსპორტო და სამგზავრო ნაკადის ინტენსივობას.

საქართველო მალე მსხვილი ავტომიმწოდებელი გახდება
საქართველო მალე მსხვილი ავტომიმწოდებელი გახდება

თარიღი: 13-ნოემბერი-2009

ფინანსთა სამინისტროს ახალი ინიციატივა - საქართველო რეგიონში ყველაზე მსხვილი ავტომიმწოდებელი გახდება, რაც საქართველოში ავტომწარმოებლების ძირითადი ბაზების შექმნას გულისხმობს.

შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ღონისძიება
შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ღონისძიება

თარიღი: 13-ნოემბერი-2009

შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის იმერეთი, რაჭა–ლეჩხუმისა და გურიის სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვედებარებული საქონლის – თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკის გარეშე გამოშვების, შენახვისა და გადაზიდვის ფაქტზე დააკავეს შპს „მზე–2009“–ს დირექტორი ოთარ იოსელიანი და რეალიზატორი მალხაზ ხურციძე, რომლებიც ქ. ქუთაისში შპს „მზე–2009“–ს კუთვნილ სიგარეტების საამქროში ამზადებდნენ უფილტრო სიგარეტს „ასრტა–მზე“ და მის რეალიზაციას აქციზური მარკების გარეშე ახდენდნენ.

შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ღონისძიება
შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ღონისძიება

თარიღი: 13-ნოემბერი-2009

შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ალკოჰოლური სასმელების ფალსიფიკაციისა და ყალბი აქციზური მარკების დამზადება–გამოყენების ა და გასაღების ფაქტზე დააკავეს პეტრე პაპაშვილი, რომელიც სხვადასხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით ზესტაფონში კუსტარულად აწარმოებდა ფალსიფიცირებულ არაყს „გომი ორიგინალს“, კონიაკ „თბილისურს“ და სხვა სასმელებს. აგრეთვე, ფერადი ასლგადამღები აპარატის გამოყენებით ამზადებდა ყალბ აქციზურ მარკებს. სამართალდამცველებმა კუსტარული სამქროდან ამოიღეს 3000 ცალამდე ყალბი აქციზური მარკა, სარეალიზაციოდ გამზადებული 600 ბოთლი ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელი, დიდი ოდენობით მინის ტარა, სასმელის ეტიკეტები და სასმელის ჩამოსასხმელი კუსტარული დაზგა–დანადგარები.

სახაზინო ვალდებულებების  №19 აუქციონის შედეგები
სახაზინო ვალდებულებების №19 აუქციონის შედეგები

თარიღი: 11-ნოემბერი-2009

მიმდინარე წლის 11 ნოემბერს გაიმართა ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების №19 აუქციონი.

იანვარ-ოქტომბრის ბიუჯეტის შესრულება (ოპერატიული ინფორმაცია)
იანვარ-ოქტომბრის ბიუჯეტის შესრულება (ოპერატიული ინფორმაცია)

თარიღი: 10-ნოემბერი-2009

საქართველოს 2009 წლის იანვარ-ოქტომბრის ნაერთი ბიუჯეტის სულ შემოსულობების (ვალდებულებების ზრდის გარეშე) საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 4 430.3 მლნ ლარით, საანგარიშო პერიოდში მობილიზებულ იქნა 4 461.0 მლნ ლარი, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 101%.

შემოსავლების სამსახურის ღონისძიება
შემოსავლების სამსახურის ღონისძიება

თარიღი: 10-ნოემბერი-2009

შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დააკავეს ს/ს „თბილისის საერთაშორისო აეროპორტის“ დირექტორი კონსტანტინე ქამუშაძე და ბუღალტერი დავით კობაიძე. სამართალდამცველებმა გაარკვიეს, რომ დაკავებულებმა ფინანსური მაქინაციებით გაზარდეს ხარჯი და მიითვისეს სახელმწიფოს კუთვნილი 1 500 000 ლარი. ამასთან, 2008 წლის აგვისტოსა და დეკემბერში კონსტანტინე ქამუშაძემ პირადად თავისთვის ხელფასის და პრემიის სახით მიიღო 31 ათასი ლარი. საერთო ჯამში სახელმწიფო ბიუჯეტს მიაყენა 1 500 000 ლარის მატერიალური ზარალი.

ტრენინგი ელექტრონული დეკლარირების შესახებ
ტრენინგი ელექტრონული დეკლარირების შესახებ

თარიღი: 09-ნოემბერი-2009

მიმდინარე წლის 9-12 ნოემბერს საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის საკადრო რესურსებისა და ტრენინგის კომიტეტი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან თანამშრომლობით, ატარებს გადასახადების ელექტრონული დეკლარირების შესახებ უფასო ტრენინგს.

სემინარი ჟურნალისტებისათვის
სემინარი ჟურნალისტებისათვის

თარიღი: 09-ნოემბერი-2009

მიმდინარე წლის 7-8 ნოემბერს, დაბა ბაკურიანში ფინანსთა სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა სემინარი, რომელსაც სხვადასხვა მედია-საშუალების 20-მდე წარმომადგენელი დაესწრო.

სახაზინო ვალდებულებების N17 და N18 აუქციონების შედეგები
სახაზინო ვალდებულებების N17 და N18 აუქციონების შედეგები

თარიღი: 04-ნოემბერი-2009

მიმდინარე წლის 4 ნოემბერს გაიმართა ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების ორი აუქციონი.

შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ღონისძიება
შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ღონისძიება

თარიღი: 03-ნოემბერი-2009

შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს თანამშრომლებმა შებოლილი თევზისა და კარაქის ფალსიფიკაციის ფაქტზე დააკავეს შპს „მთაგორის“ დირექტორი ალქსანდრე კაპანაძე, რომელიც იმპორტიორებისაგან გაყინულ თევზსა და მცენარეულ ცხიმს იძენდა, აფასოებდა და ნაღების კარაქად ასაღებდა. ლაბორატორიული ექსპერტიზის მიხედვით, შპს „მთაგორის“ მიერ წარმოებულ კარაქში - „ძველი თბილისი“ ეტიკეტზე მითითებული ცხოველური ცხიმის 82,5%–ის ნაცვლად აღმოჩნდა მხოლოდ 0,10%, ხოლო კარაქში „მთაგორი“ ეტიკეტზე მითითებული 71,5% ცხოველური ცხიმის ნაცვლად აღმოჩნდა 0,20% ცხიმი. აღსანიშნავია, რომ 37–91 გოსტისა და მეწარმე სუბიექტის სტანდარტის მიხედვით აღნიშნულ კარაქში არაცხოველური ცხიმის არსებობა დაუშვებელია. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი, ე.წ ნაღების კარაქი სინამდვილეში წყლით გაჯერებულ მარგარინს წარმოადგენდა.

2009 წლის საუკეთესო IT სამსახური
2009 წლის საუკეთესო IT სამსახური

თარიღი: 03-ნოემბერი-2009

ფინანსთა სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი „2009 წლის საუკეთესო IT სამსახურის” ტიტულისა და გრან-პრის მფლობელი გახდა

საწარმოთა განვითარების ქსელის (EDN) ექსპერტები თბილისში
საწარმოთა განვითარების ქსელის (EDN) ექსპერტები თბილისში

თარიღი: 02-ნოემბერი-2009

მიმდინარე წლის 2 ნოემბერს, სასტუმროში „ქორთიარდ მარიოტი,” ფინანსთა სამინისტროს ეგიდით საქართველოს საინვესტიციო რისკების მართვის სააგენტომ (IRMA) საწარმოთა განვითარების ქსელის (Enterprise Development Network) ექსპერტებთან ერთად ქართული საბანკო და კერძო სექტორისათვის მოაწყო შეხვედრა, რომლის მიზანი იყო ხელი შეეწყოს ქვეყანაში უცხოური დაფინანსების მოზიდვისა და პოლიტიკური რისკების დაზღვევის საკითხებს. შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე დიმიტრი გვინდაძე და საქართველოს საინვესტიციო რისკების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ზურაბ სიმონია.