სიახლეები

სათამაშო ბიზნესის სფეროდან მიღებული შემოსავლები
სათამაშო ბიზნესის სფეროდან მიღებული შემოსავლები

თარიღი: 28-ნოემბერი-2008

2008 წლის იანვარ-ოქტომბერში სათამაშო ბიზნესის სფეროში გაიცა 906 ნებართვა, საიდანაც მოსაკრებლის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში შევიდა 18 242 000 ლარი

აქციზური მარკების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლები
აქციზური მარკების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლები

თარიღი: 26-ნოემბერი-2008

2008 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდში აქციზური მარკების მოთხოვნით შემოსავლების სამსახურში შემოსულია 2548 განაცხადი. მათ საფუძველზე სულ რეალიზებულია 457 854 223 ცალი აქციზური მარკა, რის შედეგადაც აქციზის გადასახადის სახით, სახელმწიფო ბიუჯეტში მობილიზებულია 186 389 190.74 ლარი.

საფრანგეთის მთავრობის მიერ გაწეული დახმარება
საფრანგეთის მთავრობის მიერ გაწეული დახმარება

თარიღი: 24-ნოემბერი-2008

საქართველოს მთავრობა რუსეთის აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პარალელურად, თანდათან იწყებს ომის დროს რუსული მხარის მიერ შეგნებულად დაზიანებული სამოქალაქო დანიშნულების ინფრასტრუქტურის აღდგენას.

საგადასახადო და საბაჟო კოდექსებში ცვლილებების განხილვა ESM ბიზნესის სკოლაში
საგადასახადო და საბაჟო კოდექსებში ცვლილებების განხილვა ESM ბიზნესის სკოლაში

თარიღი: 21-ნოემბერი-2008

ლიბერალური საგადასახადო გარემო, შემცირებული საჯარიმო სანქციები, საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობაში ორმაგი ინტერპრეტირების მქონე მუხლების გამოსწორება - ფინანსთა სამინისტრომ ამ პრიორიტეტული მიმართულებით მოამზადა ცვლილებების პაკეტი მოქმედი საგადასახადო და საბაჟო კოდექსების 200-ზე მეტ მუხლში.

70 მილიონი აშშ დოლარი ბიუჯეტის დასახმარებლად
70 მილიონი აშშ დოლარი ბიუჯეტის დასახმარებლად

თარიღი: 19-ნოემბერი-2008

რუსეთის მიერ აგვისტოში განხორციელებული აგრესიისა და ფინანსური კრიზისის დასაძლევად, ქვეყნის საფინანსო სისტემას დახმარებას კიდევ ერთი მსხვილი საერთაშორისო ბანკი უწევს. მიმდინარე წლის 19 ნოემბერს, ფინანსთა მინისტრმა ნიკა გილაურმა და აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტმა, ჰარუჰიკო კუროდამ, ხელი მოაწერეს საბიუჯეტო დახმარების შეთანხმებას.

საგარეო ვალის ოდენობა 2008 წლის 31ოქტომბრის მდგომარეობით
საგარეო ვალის ოდენობა 2008 წლის 31ოქტომბრის მდგომარეობით

თარიღი: 17-ნოემბერი-2008

2008 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი და სახელმწიფო გარანტიით აღებული კრედიტების საერთო ოდენობა 2,493,724 ათასი დოლარია.

შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ღონისძიება
შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ღონისძიება

თარიღი: 13-ნოემბერი-2008

შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს თანამშრომლებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ნინოწმინდის რაიონში საბაჟო–გამშვები პუნქტის გადმოკვეთის შემდგომ დააკავეს სომხეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე – ფილომენე დურგალიანი და ვრეჟ ბარხუდარიანი, რომლებსაც „მერსედესის“ მარკის ავტომანქანაში მოწყობილი სპეციალური სამალავებით საქართველოში დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობები შემოჰქონდათ. კონტრაბანდული გზით შემოტანილი ოქრო თბილისის „ოქროს ბირჟაზე“ გასაყიდად იყო გამიზნული.

ნავთობპროდუქტების დაბეგვრიდან მიღებული შემოსავლები
ნავთობპროდუქტების დაბეგვრიდან მიღებული შემოსავლები

თარიღი: 10-ნოემბერი-2008

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, 2008 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში იმპორტირებული ნავთობპროდუქტებიდან მობილიზებულია 345154521 ლარი, რაც გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე 52006758 ლარით ანუ 18%-ით მეტია.

სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაწეული ხარჯი
სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაწეული ხარჯი

თარიღი: 06-ნოემბერი-2008

2008 წლის იანვარ-ოქტომბერში სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების ხარჯვა 5 638.2 მლნ ლარს შეადგენს.

იანვარ-ოქტომბრის ბიუჯეტი შესრულდა
იანვარ-ოქტომბრის ბიუჯეტი შესრულდა

თარიღი: 05-ნოემბერი-2008

საქართველოს 2008 წლის იანვარ-ოქტომბრის ნაერთი ბიუჯეტის სულ შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 5 059.8 მლნ ლარით, წლიური საპროგნოზო მაჩვენებლის 79%. საანგარიშო პერიოდში მობილიზებულ იქნა 5 076.9 მლნ ლარი, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 100%, რაც 7%-ით აღემატება 2007 წლის შესაბამის პერიოდში მობილიზებულ თანხებს.

საჩივრების განხილვის შედეგები იანვარ-ოქტომბრის პერიოდში
საჩივრების განხილვის შედეგები იანვარ-ოქტომბრის პერიოდში

თარიღი: 04-ნოემბერი-2008

ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში იანვარ-ოქტომბრის პერიოდში სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 120 საჩივარი, რომელთა თანხამ შეადგინა 10601002 ლარი. არ დაკმაყოფილდა 202 საჩივარი, თანხით 99808472 ლარი.