ფინანსთა სამინისტროს ვებ-გვერდის სტუმრებო,

ჩვენს გვერდზე ხელმისაწვდომია ინფორმაცია საბიუჯეტო პოლიტიკის (ძირითადი ეკონომიკური და ფინანსური ინდიკატორები, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშები, საბიუჯეტო კანონმდებლობა, ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები)  სახელმწიფო ვალის მართვისა და საგარეო დაფინანსების, დონორების ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროგრამებისა და პროექტების, სახაზინო ვალდებულებებისა და სახაზინო ობლიგაციების ემისიის შესახებ, გარდა ამისა მასალები ექსპორტ-იმპორტის დინამიკის შესახებ საქველმოქმედო ორგანიზაციათა რეესტრი, საერთაშორისო დაბეგვრის კუთხით არსებული მდგომარეობა და სხვა.

აგრეთვე, შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაციები სამინისტროს სტრუქტურისა და ფუნქციების აღწერის, ფინანსთა მინისტრის, მოადგილეების, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების თაობაზე, სამინისტროს საკადრო უზრუნველყოფის შესახებ,  სამინისტროს მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების და სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ, გაცემული სარგოს, დანამატებისა და პრემიების კვარტალური ოდენობების შესახებ, ინფორმაცია ოფიციალურ და სამუშაო ვიზიტებზე გაწეული სამივლინებო ხარჯების შესახებ, სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ჩამონათვალის შესახებ, ინფორმაცია საწვავის მოხმარებაზე გაწეული ხარჯის თაობაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ მომსახურებაზე გაწეულ ხარჯებზე,  სამინისტროს ბალანსზე რიცხული უძრავი ქონების ჩამონათვალზე, განხორციელებულ სატელეფონო საუბრებზე გაწეული სატელეკომუნიკაციო ხარჯების შესახებ.

იმისთვის, რათა ფინანსთა სამინისტროს საქმიანობა გახდეს  უფრო მეტად გამჭირვალე, გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი წინადადებები - კიდევ რა სახის ინფორმაციის მიღება გსურთ ფინანსთა სამინისტროს ვებ-გვერდიდან. მიიღეთ მონაწილეობა ჩვენს გამოკითხვაში.

რა სახის ინფორმაციის მიღება გსურთ?